რუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარი 2005 წლის დონემდე დავარდა

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

რუსეთის IT -ბაზარი 2005 წლის დონემდე დავარდა. ეს პროცესი შეიმჩნევა ინფორმაციული ტექნოლოგიების ყველა სეგმენტში. მაგ. პერსონალური კომპიუტერების შემოტანა 2015 წლის მესამე კვარტალში შემვირდა 45.5%-მდე -1.2 მლნ ცალამდე, მათ რიცხვშია მაგიდის და პორტატული კომპუტერები. პლანშეტებზე მოთხოვნილება შემცირდა 14,9% და 2მლნ ცალი შეადგინა.
2015 წლის ბოლოსთვის რუსეთის IT-ბაზარი სულ უფრო მცირდება, რაც ნაწლობრივ გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორებითაც არის განპირობებული. ბიზნესის ზრდის და სტაბილიზაციის მხრივ მომწოდებლები უიმედოდ უყურებენ მომავალს. მათი უმრავლესობისთვის 2015 წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რამდენ ხანში გამოკეთდება სიტუაცია.
ამავე დროს, 2015 წელს მოხდა სერიოზული ცვლილებები ინფორმაციულ ბაზარზე მოწოდებული მოდელების გაუმჯობესების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ. შექმნილმა ნეგატიურმა სიტუაციამ გარკვეულწილად შეიძლება დადებითად იმოქმედოს ბაზარზე და გაწმინდოს ის არაეფექტური კომპანიებისგან.

banner
წინა სტატიაშინიჭიერის სპეციალური ჟიურია შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაიმპერატორის ძეგლის დადგმით რუსეთმა ისევ შეურაცხჰყო კავკასიელები