რუსეთის ელჩის მკვლელი ანკარაში უსახელო სასაფლაოზე დაასაფლავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელი, ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერტ ალტინტაში უსახელო სასაფლაოზე დაასაფლავეს – ავრცელებს თურქული “ანადოლუ”.

ადგილობრივი კანონების თანახმად, ალტინტაშის ახლობლებს მისი ცხედრის წაღება 15 დღის მანძლზე შეეძლოთ, თუმცა, მათ ამის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
დასაფლავება პარასკევს, 13 იანვარს შედგა, მაგრამ, ამის შესახებ ინფორმაცის დღეს გავრცელდა.
ელჩი ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ძაღლების ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსეთმა პოლონეთს კაჩინსკის თვითმფრინავის თვითჩამწერის მასალა გადასცა