რუსეთის ეკონომიკამ 2016 წლის იანვარში ვარდნა განაგრძო

რუსეთის ეკონომიკამ 2016 წლის იანვარში ვარდნა განაგრძო

რუსეთის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ვარდნის დინამიკა იანვარში ისევ შეინარჩუნა – ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი, რომელიც მათ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1%-ით დაეცა დეკემბერთან შედარებით. მრეწველობამ ზოგადად ელექტროენერგიის, გაზის და წყლის ხარჯზე დადებითი დინამიკა აჩვენა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 101% შეადგინა, გასული წლის იანვარში იგივე მაჩვენებელი 103,9% იყო.
მრეწველობის საერთო მატება 0,3%-ია, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი დეკემბერში -0,2% იყო.
მოხსენების თანახმად, მშენებლობა შემცირებულია 1,5%-ით, სოფლის მეურნეობის წარმოება კი – 0,2%-ით

banner
წინა სტატიაში“ოსკარის” კურიოზები: რასიზმზე ხუმრობები და უხერხული კომენტარები
შემდეგი სტატიაბესელია ელისაშვილის მიმოწერა “ქრონიკა+”-ში დღეს გამოქვეყნდება- სკანდალში მესამე პირი გამოიკვეთა