რუსეთის დუმამ ბავშვებისათვის უცნაური სახელების დარქმევა აკრძალა

რუსეთის დუმამ დღეს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ბავშვებისათვის იკრძალება ისეთი სახელების დარქმევა, რომელიც შეიცავს ციფრებს, რიცხვით სახელებს, სიმბოლებს, აბრივიატურებს, არანორმატიულ ლექსიკას და ა.შ.
კანონპროექტს მხარი 377 დეპუტატმა დაუჭირა, 70 კი წინააღმდეგ წავიდა – “ბიბისი” ავრცელებს.
კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატმა პეტრენკომ აღნიშნა, რომ მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როცა ბავშვებს არქმევენ პრინცესას, პრეზიდენტს, ლუციფერს. მისი თქმით, ეს ბავშვთა უფლებებს არღვევს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირში სირიელი ლტოლვილების საქართველოში ჩასახლების საკითხი არ განიხილება
შემდეგი სტატიაფრანგული ალპების კურორტზე ტურისტები ზვავქვეშ მოყვნენ