რუსეთის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადენილი აქვს 63 მკვლელობა!

რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა

რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლამოსკოვში დააკავეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ჩქარი რეაგირების სპეციალური რაზმის (СОБР) „ბულატის“ ოფიცრები. ისინი ეჭვმიტანილები არიან   ორგანიზებულ დამანაშავეთა დაჯგუფების (ოდდ) წევრებად  და გატაცებული ყავთ 6 ადამიანი, რომლებიც შემდეგ მოკლეს.

პოლკოვნიკი ანდრეი სანკინი და პოდპოლკოვნიკი ვიქტორ პრონინი დააკავეს მოსკოვში, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებით გაამგზავრეს ვლადიკავკაზში, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის ლენინის სახელობის რაიონულმა სასამართლომ ისინი დააკავა, როგორც ეჭვმიტანილები  ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის და ადამიანების გატაცებაში.  ოფიცრები დაჯილდოვებულები არიან სიმამაცის ორდენებით კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის, ჩრდილოეთ  კავკასიაში. კიდევ ერთი „ბულატის“ ოფიცერი იმავე ბრალდებით იმყოფება დროებით იზოლატორში.

გამოძებამ დაადგინა, რომ სპეცრაზმელები გაწევრიანდნენ ოდდ-ში ჯერ კიდევ 2006 წელს, რომელსაც მეთაურობდა კრიმინალური ავტორიტეტი ასლან გაგიევი (ჯაყო). მათ, მინიმემ, ორ დანაშაულში აქვთ მონაწილეობა მიღებული. 2006 წლის ივნისში, მაშინ ჯერ კიდევ მილიციის ოფიცრებმა, გაგიევის დაკვეთით, გაიტაცეს 4 ადამიანი მოსკოვის ოლქის ქალაქ ბოლშევოდან. დაკავება და გატაცება გათამაშებული იყო როგორც სპეცოპერაცია: ნიღბიანმა შეიარაღებულმა სპეცნაზელებმა დააკავეს ადგლობრივი მეწარმეები, გაუკეთეს ხელბორკილები და შემდეგ გადასცეს ბოევიკებს. მათ კი 41-ე კმ-ზე წაიყვანეს და იქ დახვრიტეს. ოფიცრებმა  კიდევ ორი მსხვერპლი გაიტაცეს 2008 წელს მოსკოვში, ავტოგასარეცხი სადგურიდან, ისინიც ქალაქგარეთ გაიყვანეს და დაახრჩვეს პოლიეთილენის პარკით.

დანაშაულის მოტივების შესახებ ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ეს იცის მხოლოდ ასლან გაგიევმა, რადგან ყველაფერი ხდებოდა მისი  ბრძანებით.  ამ დღეებში ის ავსტრიიდან რუსეთში უნდა იქნეს ექსტრადირებული. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, გატაცებები და მკვლელობები კრიმინალური გარჩევების ნიადაგზე ხდებოდა.

გამოძიების ბოლო  მონაცემების თანახმად, ჯაყოს და მის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადენილი აქვს 63 მკვლელობა, რაც თავისებური რეკორდია რუსეთის მასშტაბით. გაგიევის  დაჯგუფება შეიქმნა ჩრდილოეთ ოსეთში და თავდაპირველად იქ მოქმედებდა, შემდეგ მოქმედებდნენ მოსკოვში და მოსკოვის ოლქში (პოდმოსკოვიე). მოკლულებს შორის არიან მეწარმეები, ჩინოვნიკები, შსს მოსამსახურეები. ყველაზე ხმაურიანი მკვლელობა მოხდა 2011 წელს, მოსკოვში, როცა გაგიევის, „ჯაყოს“ დაჯგუფებამ მოკლა გერმანული გემთსაშენის მფლობელი ანრეი ბურლაკოვი.

ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფების 17 წევრი უკვე გასამართლია, 18 გამოძიების ქვეშ იმყოფება, ხოლო კიდევ 9 ძიებაშია გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიას აუდიტის სამსახური ამოწმებს
შემდეგი სტატიარას წერს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს–სპიკერი მანანა მანჯგალაძე ფეისბუქ გვერდზე ?