,,რუსეთის ეკონომიკა უკიდურესაც კრიტიკულ ზღვარზეა”

ლეშეკ ბალცეროვიჩმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია ეკონომიკის საკითხებში, განაცხადა, რომ რუსეთის და ნიგერიის ეკონომიკური სისტემები იდენტურია – ამის შესახებ, პოლონელმა ეკონომიკის ექსპერტმა “ლიგა.ნეტთან” განაცხადა.
“რუსეთში ახლა ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაციაა, რაც დიდ წილად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული. რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა ახლა ისეთია, როგორც ნიგერიის” – თქვა ბალცეროვიჩმა.
მისი თქმით, ცვლილებებისათვის, აუცილებელია ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები. “რუსეთში ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერვენციაა. ეს არსად მუშაობს წარმატებით” – განაცხადა პოროშენკოს მრჩეველმა, რომლის თქმითაც, რუსეთის ეკონომიკა უკიდურესაც კრიტიკულ ზღვარზეა.

შეგახსენებთ, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი 2000-2002 წლებში საქართველოში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩევლად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ ბალცეროვიჩს ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა “კორუფციული რეჟიმების გამთეთრებელი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესმა კიევს ლგბტ აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია(video) მთლიანი სიმართლე არის რუსთავი2-ის მხარეზე – ნინია კაკაბაძე