რუსეთის აგენტები უთვალთვალებდნენ ოლიმპიური კომიტეტის კომისიის წევრებს

რუსეთი უთვალთვალებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიის წევრებს. ამის შესახებ განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ სამუელ შმიდტმა.
“მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) კონფერენციაზე, მისი მონაწილეები და რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტები ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. გასაგებია იყო, რომ მათ მიზანს ჩვენზე ფარული მეთვალყურეობა წარმოადგენდა. კომისიის წევრთა კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ უსაფრთხოების ზომებს და არ ვსარგებლობდით კომპიუტერებით, ვკეტავდით ოფისებს, ვამოწმებდით ოთახებში ხომ არ იყო დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა”, – აღნიშნა შმიდტმა.
სამუელ შმიდტის სიტყვები მოჰყავს შვეიცარიულ გამოცემა “Watson”-ს.
შეგახსენებთ, კომისია, რომელსაც სამუელ შმიდტი ხელმძღვანელობდა, აწარმოებდა გამოძიებას რუსეთის ხელისუფლების ანტიდოპინგურ სისტემაში ჩარევის თაობაზე.
5 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა რუსეთის ნაკრებს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: ამ ხელისუფლების მხრიდან იყო უსინდისო შემოთავაზებები (video)
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭო არ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას