რუსეთი თურქეთს ურჩევს ნაკლები იხუმროს

რუსეთი თურქეთს ურჩევს ნაკლები იხუმროს

23მოსკოვი “აბსოლუტურად მიუღებელს” უწოდებს თურქეთის ხელისფულების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ფარულად მხარს უჭერს “ისლამურ სახელმწიფოს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ბატონო დავითუღლუ (თურქეთის პრემიერ-მინისტრი), სერიოზულად ამბობთ ამას თუ ხუმრობთ? თუკი ეს ხუმრობაა ასეთი, მაშინ მგონია, რომ ყველა, განსაკუთრებით თურქეთი, ირონიას და სარკაზმს კი არ უნდა უთმობდეთ მეტ დროს, არამდე კონკრეტულ მოქმედებებს, რომელიც ტერორიზმს შეაჩერებს” – განაცხადა ზახაროვამ.
მან დაამატა, რომ გასაოცარია მსგავსი განცხადებების მოსმენა იმ მთავრობის ხელმძღვანელისაგან, რომლის მოქმედებების შედეგად საკუთარ ქვეყანაშივე 200 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლ-კარი მიეტოვებინა, 500-მდე სამოქალაქო პირი კი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“ისლამურმა სახელმწიფომ” საბავშვო ქვედანაყოფი შექმნა
შემდეგი სტატიათურქეთის თხოვნაზე ქურთებს “ტერორისტები” უწოდოს, ამერიკამ უარი განაცხადა