რუსეთი თურქეთს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგნელმა გაერო-ში, ვიტალი ჩურკინმა, უკრაინა შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში დაადანაშაულა

რუსეთი თურქეთს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

ვიტალი ჩურკინის თქმით, თურქეთის სპეცსამსახურები, რუსეთში შესაძლო გაგზავნის მიზნით, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს წვრთნიან, მათი ბაზა კი ანტალიაში მდებარეობს.

გაეროში რუსეთის ელჩი იმასაც აცხადებს, რომ სირიაში დაჭრილი ისლამისტები სამკურნალოდ სწორედ თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში ჩადიან. ინფორმაციის წყაროს ვიტალი ჩურკინი წერილში არ ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო