რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს

თურქეთ-სირიის საზღვარზე, თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების საპასუხოდ, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს. შესაბამის წინადადებებს რუსეთის მთავრობა დღეს, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს წარუდგენს.

“რია ნოვოსტის” ცნობით რუსეთი თურქეთთან მიმართებით ისეთი შემზღუდველები ეკონომიკური ზომების მიღებას აპირებს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს „თურქულ ნაკადზე“, ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე, საჰაერო გადაზიდვებსა და საკვების მიწოდებაზეც.

„მთავრობას დაევალა შეიმუშავოს ღონისძიებათა სისტემა „აგრესიული აქტის“ საპასუხოდ,, როგორც ეკონომიკურ , ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში“ – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო “ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმაა”. მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა.

რაც შეეხება ერდოღანს, მისი თქმით, მსგავსი ქმედების განმეროების შემთხვევაში, თურქეთი ანალოგიურად მოიქცევა.

გუშინ გავრცელებული ინმფორმაციით, რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს აუქმებს,რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თურქეთში ამ დროისთვის სხვადასხვა მიმართულებით „ბოევიკების“ გადაადგილება ხდება

banner
წინა სტატიაშიშსს-მ არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვას მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია გაუწევს