რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნასთან გამომსვლელთა უმრავლესობამ დღეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათმა ნაწილმა მხარდაჭერა საქართველოს გამოუცხადა და რუსეთის პოლიტიკა დაგმო.

კრემლის მიმართ ყველაზე კრიტიკული ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო. გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში.

ლიტვის პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მოუსმენიათ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს. მათ დარბაზი გამოსვლის დაწყებამდე დატოვეს.

 

banner
წინა სტატიაში75 ქვეყნისგან შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველომ საფრანგეთისგან გადმოიბარა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე:ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე