“რუსეთი თავის საზღვრებთან ნატო-ს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას თვალს ადევნებს და აანალიზებს”

რუსეთის ხელისუფლება თვალს ადევნებს და აანალიზებს რუსეთის საზღვართან ნატო-ს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ჩვენი თავდაცვის უწყება და შესაბამისი სამსახურები სათანადოდ ადევნებენ თვალს ჩვენს საზღვრებთან უცხოური შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ცვლილებებს, აანალიზებენ ამ გადაადგილებებს და კონტინგენტების ცვლილებას”, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინტერესების დასაცავად ზომები ხორციელდება.

ამჟამად ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელზეც ალიანსის წევრები აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსების საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის წინდაუხედავმა ჩარევამ ბუნებაში გამოიწვია ის, რომ სტიქიას ამდენი ადამიანი შეეწირა”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი:ვერ ნახავთ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობამ რამე ვერ გააკეთა