რუსეთი სომხეთს, საქართველოში ანტირუსულ წვრთნებში მონაწილეობის გამო აფრთხილებს

რუსეთში მცხოვრებ სომეხთა გაზეთი ,,ერკრამასი,, , რომელიც რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციებს იზიარებს, სომხეთის ხელისუფლებას პარტნიორი რუსეთისა და ირანის ინტერესების უგულვებელყოფისა და ანტიპარტნიორულ წვრთნებში მონაწილეობის მიღების განზრახვის გამო აფრთხილებს.გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველის სერგეი შაკარიანცის აზრით, სომხეთი ,,ანტირუსული მზადჰყოფნაში ძალების მოსინჯვას,, სულ ცოტა ხანში საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს ,,Noble Partner-2017,, სწავლებაში აპირებს, სადაც ეს ქვეყანა, როგორც წვრთნებში მონაწილე, პირველად იქნება წარმოდგენილი.


,,ერკრამასი,, აცხადებს, რომ სომხეთი მსგავს წვრთნებში ადრეც ღებულობდა მონაწილეობას, თუმცა როგორც დამკვირვებელი. ,,მაგრამ ახლა, მისი უშუალო მონაწილეობა წვრთნებში, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყანათა შორის, არის სომხეთის მიერ გადაგმული აშკარად ანტირუსული და ანტიირანული ნაბიჯი, რამეთუ ამ წვრთნებში მონაწილე ძალები, ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი რუსეთის აგრესიის შეჩერებაა.გაზეთი მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს აშშ-ირანის კონფრონტაციულ ურთიერთობათა გაუარესების პირობები და პარტნიორ ირანსაც გაუწიოს ანგარიში, რომელიც ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობის მქონე ქვეყანას საკუთარ პარტნიორად ვერ აღიქვამს. და ასევე ახსენებს ქვეყნის ხელისუფლებას – 2014 წლის რუსეთ-ირანის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი არ დაუშვებენ კასპიისპირა რეგიონში არარეგიონალური ძალების გამოჩენას. და რომ ასეთ არარეგიონალურ ძალად, რუსეთსა და ირანს – ნატო მიაჩნიათ.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშისტიქია სამეგრელოში(ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი ყარაბახში სრულ საბრძოლო მზადჰყოფნას აცხადებს(ვიდეო)