რუსეთი სირიაში ახალ ავიაბაზას აწყობს

siria

siriaრუსეთი კიდევ ერთ ავიაბაზას აწყობს სირიაში, რომლისთვისაც ჰომასის პროვინციის რესურსებს გამოიყენებს – ამის შესახებ ინფორმაციას სირიელი უფლებადამცველები და სამხედრო წყაროები ავრცელებენ. როგორც ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი იტყობინება, რუსი სპეციალისტები უკვე შეუდგნენ საქმეს და საფრენ ბილიკებს აგებენ. გარდა ამისა, ცენტრის მონაცემებით, რომელსაც “ფრანს-პრესი” ციტირებს, შაირათში რამდენიმე კვირის წინ რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, სადაც არსებული ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე დარჩებიან. სამხედრო წყაროების ცნობით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სირიის და რუსეთის თვითმფრინავებმა ჯიჰადისტების პოზიციებზე 40 დარტყმა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფო ტაილანდში რუსებს თავს დაესხმევა