რუსეთი ,,სატანა-2,,-ს ტესტირებას იწყებს

რუსეთის თავდაცვის უწყება, ახალი თაობის თერმობირთვული რაკეტის „სატანა 2“-ს ტესტირებას იწყებს.
„სატანა 2“ რაკეტის, რომლის ტესტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, წონა 100 ტონაა. მას 15 საბრძოლო ქობინის გადატანა შეუძლია და ის, აშშ-ს მიერ მეორე მსოფლიო ომში იაპონიის ქალაქ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 2000-ჯერ უფრო ძლიერია. რუსეთი აცხადებს, რომ ამ რაკეტას აშშ- ს თავდაცვითი სისტემის გარღვევა შეუძლია, რასაც ამერიკელი ექსპერტები აბსურდულს უწოდებენ.


მოსკოვში ამბობენ, რომ სგავსი ნაბიჯით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი ქვეყნის ბირთვული ძალის გაძლიერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ბიუჯეტის გავლენით, რუსეთმა ბოლო წლებში ახალი თაობის იარაღის შექმნის სამუშაოები დააჩქარა. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთმა 2006 წლიდან დღემდე სამხედრო ხარჯები თითქმის გააორმაგა.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა: “ამერიკული ძალოვანი სტრუქტურების უპრეცედენტო ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:გარდაცვლილის ადგილზე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი შვილი