რუსეთი საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებულ კიდევ ერთ პირს გადმოსცემს

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრაზე, საქართველოსთვის კიდევ ერთი პირის გადმოცემის საკითხი განიხილება.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედრაციასთან ურთიერობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ადამიანი რუსეთში მრავაწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდის.

„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი სამი მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილოება მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება. ამ საკითხზე პრაღის შემდეგ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. გათავისუფლებულების გვარებს არ ვასახელებთ გამომდინარე იქედან, რომ შესაძლოა მათ არ სურდეთ ვინაობის გამჟღავნება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: “გერმანული მოდელი” დღის წესრიგიდან მოხსნენს