ნორვეგიის ნაპირებთან რუსეთის ფლოტის გემების გადაადგილების მასშტაბები უდიდესია ცივი ომის დამთავრების შემდეგ, აცხადებს ნატოს მაღალი ჩინის დიპლომატზე დაყრდნობით Reuters-ი.
,,რუსეთის ჩრდილოეთის და ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდებს გადაჰყავთ ბომბდამშენები და ავიაგამანადგურებლები და ისინი მიემართებიან სირიისკენ. ორ კვირაში ეს თვითმფრინავები გააძლიერებენ ალეპოსა და სირიის რეგიონების დაბობვებს,, აცხადებს ნატოელი დიპლომატი, რომლის აზრითაც ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიის ნაწილია.