რუსეთი, ირანი და თურქეთი, მოსკოვში სირიის საკითხს განიხილავენ

20 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო უწყების პირველი პირები შეიკრიბებიან.

ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა.
,,სერგეი ლავროვი ამ საკითხზე ესაუბრა ირანელ და თურქ კოლეგებს, რომელთაც იდეა მოეწონათ და 20 დეკემბერს მოსკოვში შეიკრიბებიან,, განაცხადა ბოგდანოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სამხრივი ფორმატის შეხვედრაზე სირიის საკითხს განიხილავენ.
ბოგდანოვის განცხადებით, სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას სორის მოლაპარაკებები რეალურია და ასეთი შეხვედრა ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან მოწვევის მიღების შემთხვევაში – ასტანაში შეიძლება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთ-უკრაინის ფრონტზე საომარი მოქმედებები განახლდა
შემდეგი სტატიაკოლორადოს შტატში 2016 წელს მილიარდი დოლარის მარიხუანა გაიყიდა