რუსეთი ირანელ ტერორისტებს იცავს

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთმა უარყოფითი რეაქცია გამოხატა აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის გამო.
კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა განაცხადა, რომ დადებითად არ აფასებენ აშშ-ს მხრიდან ირანის რევოლუციური გვარდიის შეყვანას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში.
“ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ამერიკელთა გადაწყვეტილებას, რადგან ირანულ გვარდიას ტერორისტულად არ მივიჩნევთ“, განაცხადა კაბულოვმა და დაამატა, რომ ვაშინგტონი ამ ბოლო დროს ყველანაირ ნაბიჯებს დგამს, რათა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება გააუქმოს.
დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლებელია 2015 წელს ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების დენონსირება მოახდეს, ხოლო ირანის რევოლუციურ გვარდიას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭება.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიამაგადასკარში ჭირის ეპიდემიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა