რუსეთი გაუგონარი გადაწყვეტილებისკენ  მიდის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 00:17

რუსეთი გაუგონარი გადაწყვეტილებისკენ  მიდის

ამერიკული და დასავლური სანქციებით კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი, ვა-ბანკზე წასვლას ცდილობს და ისეთი გაუგონარი გადაწყვეტილებისკენ მიდის, რომ შეიძლება მსოფლიოში სამუდამოდ მოეჭრას თავი.

,,რუსეთს შეეძლება აწარმოოს ნებისმიერი პროდუქცია, რომლის წარმოების უფლებებიც  აშშ-სა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს გააჩნიათ,,   ასეთ ,,ნორმას,, შეიცავს კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს კონტრსანქციების ფარგლებში რუსეთის დუმას განსახილველად გადაეცა,”-აცხადებს რუსული მედია.

დოკუმენტში არსებული ნორმები, მიზნად ისახავს აშშ-სა და მისი პარტნიორი დასავლური ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიებისა და სავაჭრო ნიშნების ლიცენზიით წარმოებული პროდუქციის, რუსეთში ანალოგიური ტექნოლოგიებით წარმოებას, ისე, რომ ინტელექტუალურ საკუთრების უფლება არ იქნება დაცული. მარტივად რომ ვთქვათ, არალიცენზირებული, პირატული პროდუქციის წარმოებას.

რუსეთის დუმის საკანონმდებლო და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ ემელიანოვი, რუსულ ,,ინტერფაქსთან,, საუბრისას აცხადებს, რომ  ამ გადაწყვეტილებით, ,,რუსეთი დაარტყამს აშშ-სა და მის პარტნიორებს, რადგან ანგლო-საქსური და დასავლური სამყაროს დომინირება, გამყარებულია სწორედ ინტელექტუალური საკუთრებაზე დაცული უფლებებით,,

რუსი პარლამენტარის განცხადებით, სწორედ ამ უფლებაზე დარტყმით მიაყენებენ დასავლეთს მტკივნეულ დარტყმას.

ინტელექტუალურ საკუთრებაზე თავდასხმა, რომელსაც რუსეთი დასავლეთზე კონტრსანქციების სახით გეგმავს, გაუგონარი ზომაა, რომელსაც არაცივილიზებული ქვეყნები, ავტორიტარული რეჟიმები და აფრიკელი ბელადებიც კი კრძალავენ… თუმცა რუსეთი, კიდევ ერთხელ უმტკიცებს მსოფლიოს, რომ მისგან ნებისმიერი სისაძაგლე მოსალოდნელია.

მიუხედავად რუსეთის მიერ გახმოვანებული  სამარცხვინო გადაწყვეტილებისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყანამ პირატული ,,აიფონი,, , ,,მერსედესი,, ან ,,ბოინგი,,  გამოუშვას, მაგრამ თუ საქართველოს აშშ-ს პარტნიორთა რიცხვში ჩავთვლით, ,,ბორჯომს,, და ,,ხვანჭკარას,, ნოვოსიბირსკშიც დაამზადებენ. ამის გამოცდილება ხომ მათ დიდი ხანია აქვთ.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,, 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 00:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics