რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები გაანადგურებენ ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც სირიაში ასადის არმიას შეიძლება დაემუქროს – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კანაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელობა არა აქვს საფრთხე ვისგან წამოვა, მათ შორის, იქნება თუ არა ის აშშ-სგან.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 რუსეთმა სირიაში რამდენიმე დღის წინ გადაისროლა.
დღესვე გავრცელდა, რომ სირიის საკითხებზე გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურას განცხადებით, თუკი ალეპოში ავიადარტყმები არ შეწყდება, წლის ბოლომდე შესაძლებელია ქალაქი სრულიად გაცამტვერდეს.