საფრანგეთის ნაციონალური კრების მიერ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება თუ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, იტალიის მთავრობა სულ სხვა გზით წავიდა.
იტალიის სიფლის მეურნეობის მინისტრის, ჯუზეპე კასტილიონეს განცხადებით, რუსეთის 9 რეგიონში 29 საინვესტიციო პროექტი განხორციელდება კალმახის გაშენებიდან დაწყებული ყველის წარმოებით დამთავრებული.
საკითხის ასეთი შემოტრიალება იმპორტზე მეტად მომგებიანია რუსეთისთვის, რადგან ცალკე ინვესტიციები შევა და დოლარის გადინება არ მიხდება პროდუქციის შემოსატანად, ამასთან ერთად ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება და გადასახადებიც რუსეთის ბიუჯეტში შევა.
სულ ორი წლის მოთმენა დაჭირდა რუსეთს ყირიმის მიერთებიდან. კიდევ ერთ წელში ალბათ სანქციებიდან არაფერი დარჩება