რუსეთი დაინტერესებულია, რომ სირიის საკითხი რაც შეიძლება მეტ ხანს არ იქნეს გადაწყვეტილი

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლაახლახან ვენაში სირიასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ 18 თვის შემდეგ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
დოკუმენტში, რომელიც გაერომ გაავრცელა, არ არის ნახსენები, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში ბაშარ ასადმა და რა იგულისხმება „გარდამავალ პერიოდში“.
ბი-ბი-სის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით იდეა პრინციპში, კარგია, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი.
გიორგი მირსკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკი:
მე აბსოლუტურად არ მჯერა, სირიაში ოდნავ მაინც თავისუფალი არჩვენების ჩატარების, რომელთა შედეგი რამეს გადაწვეტს.
პრეზიდენტი ასადი აკონტროლებს ტერიტორიის მხოლოდ 20%, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის 80%. მიუხედავად ამისა, არჩევნების ჩატარება ტერიტორიის ერთ მეხუთედზე ნონსენსია.
ის რომ, სირიის არმია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით გააძევებს ყველანაირ მტერს – ზედმეტად თამამი ვარაუდია, გამომდინარე იქიდან, რაც იქ ხდება.
სირიაში განადგურებულია საცხოვრებელი ფონდის 50% და საწარმოების 60%. მაღალია უმუშევრობა და უსახსრობა. რომელ არჩევნებზეა საუბარი?
ასეულ ათასობით სირიელი გაიქცა ევროპაში, თურქეთში, იორდანიაში და ლივანში. მათ ჩამოერთმევათ ხმის უფლება? მაშინ ეს რა არჩევნებია? და თუ არა, ვინ გაუკეთებს ორგანიზებას და როგორ?
ყველა ოპოზიციური დაჯგუფება ერთში თანხმდება: სანამ ასადი ხელისუფლებაშია, არანაირ პოლიტიკურ დარეგულირებაზე არ იქნება საუბარი.

siria
მათ არ გააჩნიათ ერთიანი ცენტრი, რომელთანაც შეიძლება დალაპარაკება. 4 წლის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს ერთმანეთში მოლაპარაკებულიყვნენ რომელიმე საკითხზე. ყოველ წუთს ხდება რაღაც გადაჯგუფებები. ვინც იბრძვის, საერთოდ არ აინტერესებთ ემიგრაციაში მყოფები, თუნდაც ისეთები, რომლებიც ხელს მოაწერენ რაიმეს საერთაშორისო შუამავლებთან.
მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ასადს გარს არტყია, თავისი ტრადიციებით და ფსიქოლოგიით, რომც უნდოდეთ, მაინც ვერ ჩაატარებენთავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
მათ მხოლოდ ნახევარსაუკუნოვანი სამხედრო დიქტატურის და პოლიციური სახელმწიფოს გამოცდილება აქვთ. მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ასადი და პარტია ბაასი (არაბეთის სოციალისტური აღორძინების პარტია)ისევ მიიღებენ ხმების 90%. არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს.
ალავიტურ თემს არ სურს არანაირ დათმობებზე წასვლა, რადგან ხედავენ დასასრულის დასაწყისს. ისინი ჩაჭიდებულები არიან ასადს არა იმიტომ, რომ ის დიდი და საყვარელი ბელადია, არამედ იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული მდგომარეობის გარანტი და სიმბოლო, რომელშიც ცხოვრობენ ალავიტები, მოსახლეობის მხოლოდ 12%. მათ არ სჯერა არანაირი საერთაშორისო გარანტიების და ეშინიათ გაიმეორონ ერაყელი სუნიტების ბედი.
მოკლედ, სრული უტოპიაა. ყველაფერი კეთდება თვალის ასახვევად. როცა საქმე არ გაქვს, რაღაცის შთაბეჭდილება უნდა შექმნა.
დიპლომატები ვერ აღიარებენ თავიანთ უსუსურობას. რისთვის უხდიან ხელფასს? საჭიროა ისე მოაჩვენო თავი, თითქოს რაღაცის იმედი არსებობს, ჩაატარო კონფერენციები, ინიციატივები შესთავაზო, ომი კი გაგრძელდება.
ერთადერთი, რისი თქმაც დაბეჯითებით შეიძლება: ის ტერიტორია, რომელსაც ეხლა აკონტროლებს რეჟიმი – დამასკი, ხომსი, ხამუ და ლატაკია – დარჩება ასადს. ამითვის მას საკმარისი ძალა აქვს და რუსეთი ასადს არ „ჩარეცხავს“, მიუხედავად ზოგიერთების პროგნოზისა. ეს არის პუტინის ღირსების საკითხი.
ალექსანდრ შუმილინი, რუსეთის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტთან არსებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ცენტრის დირექტორი:
არჩევნები კარგია, მაგრამ ისინი კი არ იწყებენ, არამედ ამთავრებენეროვნულ შერიგებას და დარეგულირებას. სირიაში არჩევნებზე ჯერ არავინ ლაპარაკობს, რუსეთის გარდა.
ამ ინიციატივას მე განვიხილავ, როგორც ჟესტს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ბიძგი მიეცეს პოლიტიკურ პროცესს და გამოიკვეთოს რაიმე პერსპექტივა. არ აქვს მნისვნელობა, რამდენად რეალისტურია ეს.
მანამ, სანამ ჩატარდება არჩევნები, საჭიროა ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფოს ამოძირკვა და მხარეების – რეჟიმის და ზომიერი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. და საერთოდაც, პირობების შექმნა. სად და როგორ ჩატარდება არჩევნები? 2014 წელს ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნები დამასკში, ლატაკიაში და ამ ქალაქების გარეუბნებში. ცხადია, მათ ლეგიტიმურობას ირანის და მოსკოვის გარდა არავინ ცნობს.
ვინაიდან ბაშარ ასადი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვერ მოიგებს, შესაძლებელია ორი ვარიანტი. ან მოსკოვი დარწმუნებულია, რომ არჩევნები არ იქნება და ამით ჩაიწერს პროპაგანდისტულ ქულებს, ან მზად არის კომპრომისზე წავიდეს ასადის ბედთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას.
ის, რომ ასადი პირდაპირ არ არის ნახსენები დოკუმენტში, უცილობლად არის მინიშნება და წინ წაწევაც. ეს არ ნიშნავს, რომ ასადს მალე „ჩარეცხავენ“, ეს ნიშნავს რომ შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც.
აშკარაა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მთელს ტერიტორიაზე ვერ მოხერხდება ასადის კონტროლის აღდგენა და საჭიროა რაღაც კომპრომისი.

siria3
ჩემი აზრით, რეალისტურია და რუსეთის ინტერესებს დააკმაყოფილებს „მცირე სირიის“ სცენარი – რეჟიმის კონსოლიდირება დამასკოში და ალავიტების ზონაში ქვეყნის დასავლეთში.
მაგრამ ამისთვის, ჯერ ერთი, საჭიროა ქვეყნის დარჩენილ ტერიტორიაზე მოვიდეს ცოტათი მაინც ნორმალური ხელისუფლება, რომ როგორმე შედგეს დროებითი ზავის დადება ასადსა და მათ შორის. მეორე, ფაქტიური გაყოფა წინააღმდეგობაში მოვა სირიასთან დაკავშირებით მიღწეულ ყველა შეთანხმებებთან. ვფიქრობ, რუსეთი პირველი არ შესთავაზებს ამ იდეას.
ლეონიდ ისაევი, კონფლიქტების მონიტორინგის ექსპერტი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის უფროსი მასწავლებელი:
არა მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს არჩევნების ჩატარების, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ყველამ დავაგვიანეთ. სირიელი საზოგადოების დეგრადაცია გასცდა წითელ ხაზს.
ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ 18 თვის შემდეგ, გლობალური ძალებით ქვეყანა გაიწმინდა ისლამური სახემწიფოსგან. მაგრამუნდობლობა და გაუცხოვება რეჟიმსა და ოპოზიციას შორის მივიდა იმ გრადუსამდე, რომ არჩვენების შედეგებს სავარაუდოდ, ყველა არ აღიარებს.
მოიგებს ასადი, თან სამართლიანად, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები იტყვიან, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. გგონიათ, ალავიტები და ბაასისტები თანახმა იქნებიან, თუ მოიგო რომელიმე ერთმა სტრუქტურამ, რომელსაც ჩვენ მივაკუთვნებთ ზომიერ ოპოზიციას?
ასადის ბედი რუსულდოკუმენტში შემთხვევით კი არ არის გაწერილი. ყველამ იცის, რომ რუსეთს ზეგავლენა აქვს ხელმძღვანელობაზე და პირადად სირიის პრეზიდენტზე. ეს მნიშვნელოვანი კოზირია, ლიკვიდური აქტივია და ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მეტ ხანს არ იქნეს გადაწყვეტილი, რადგან თუ გადაწყდება, რაზე უნდა გველაპარაკონ პარტნიორები?
გარკვეულ პირობებში ასადს შეიძლება ჰქონოდა სამართლიანი მოგების შანსი. თუნდაც იმიტომ, რომ ტრადიციულად მისი მხარდამჭერი მოსახლეობა, რომელიც სირიის დასავლეთში ცხოვრობს, უფრო აქტიური იქნებოდა არჩევნებში, ვიდრე აღმოსავლეთის ნაკლებად კულტურული მოსახლეობა.
მთავარია, რომ ის გაემიჯნოს ბაასის ელიტას, რომლის მიმართ ბევრად მეტი პრეტენზია არსებობს, ვიდრე პირადად ასადის მიმართ.უნდა ჩაატაროს კონსტიტუციური რეფორმის არჩევნები, რომელიც დაასრულებდა ერთი პარტიის მონოპოლიას ხელისუფლებაზე და მოქალაქეებს დაარწმუნებდა, რომ ისინი 2011 წელს კი არ დაუბრუნდებიან, არამედ ახალ სირიაში იცხოვრებენ.

siria-hospital
ასეთ შემთხვევაში ბევრი მათგანი, ვინც მხარს უჭერდა რადიკალებს, გაემიჯნებამათ, რადგან ისლამური სახელმწიფო და ან-ნუსრა არც სუნიტებისთვის წარმოადგენს შაქარს.
მაგრამ ეს თეორიული მსჯელობაა. ვიმეორებ, არ მგონია, რომ საერთო არჩევნების ჩატარება სირიაში შესაძლებელი იყოს.
შესაძლოა, დღევანდელ პირობებში „მცირე სირია“ ოპტიმალური ვარიანტია ჩვენთვის და სირიელებისთვის. გაუთვებელ ომს ჯობია სადმე დავამყაროთ მშვიდობა და სიმშვიდე.
მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ რუსი პოლიტიკოსების და სამხედროების ნაწილს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, ამ სიტუაციიდან მიიღონ ყველაფერი.
მთავარია, რომ ამ ვარიანტისთვის ოფიციალური დამასკო მზად არ არის, ჩვენც ზედმეტად არ უნდა შევაფასოთ მათზე ზემოქმედების ჩვენი შესაძლებლობები.

banner
წინა სტატიაშითანამდებობის პირებისათვის პრემიის აღების ამკრძალავი პროექტის წინააღმდეგ ხმა ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს
შემდეგი სტატიარევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს