რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

პუტინრუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმდნენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტურიზმის სფეროში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას დაპირდა.

“ამის გათვალისწინებით, სასურველია, რომ თურქეთის მთავრობა დამატებითი ნაბიჯები გადადგას თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, 1 ივლისს სოჭში, შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინს ეწვია
შემდეგი სტატია“მასტერა”: არც მე და არც ჩემს დანაყოფს არანაირ ძალისმიერ ოპერაციაშია რ მიგვიღია მონაწილეობა