რუსეთი აშშ-ს სანქციებს ,,მტკივნეულ,, პასუხს ჰპირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვმა მოქმედებების მთელი სერია მოამზადა, როგორც პასუხი ამერიკული სანქციების მიმრათ.
ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას, რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს სანქციური პოლიტიკა, უკვე დიდი ხანია გრძელდება, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, რომ გარკვეული კვლევითი სამუშაოები ჩაეტარებინა და ღონისძიებათა მთელი სერია მოემზადებინა, რომელიც არასიმეტრიულ რეჟიმში შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას.
რიაბკოვის განცხადებით, თუ აშშ-ს ხელმძღვანელობა ჯანსაღი აზრის წინააღმდეგ წავა და ახალ სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის არსენალში მოიძებნება ნაბიჯები, რომლებიც საკმაოდ მტკივნეული იქნება აშშ-სათვის და პირველ რიგში ამერიკული პოლიტიკის ევროპული პოზიცირების თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშინატო შავ ზღვაში კიდევ ერთ ამერიკული ნაღმზიდს აგზავნის
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტი სამხედრო კავშირს მხოლოდ აშშ-სთან აგრძელებს