რუსეთი ახალი თაობის ლაზერულ თვითმფრინავზე მუშაობს

რუსეთი მუშაობს თვითმფრინავზე, რომელიც ახალი თაობის ლაზერული იარაღით იქნება აღჭურვილი – რუსული “ტასი” თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საჰაერო ბაზირების ლაზერის ახალ თაობაზე მიდის მუშაობა” – ამბობს წყარო.
მისი თქმით, ახალი თვითმფრინავი ღია წყაროებით ცნობილია, ინდექსით А-60.
აღსანიშნავია, რომ მფრინავი ლაზერის შექმნის იდეა საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს. მასზე მუშაობა მიმდინარეობდა აშშ-შიც, მაგრამ 2011 წლის ბოლოს ის დაიხურა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას უარყოფს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ირაკლი ოქრუაშვილი: ეროსის სულზე მივუსწარი, “რუსთავი2-ის ყიდვას პატარკაციშვილი აპირებდა