რუსეთ-თურქეთმა, შესაძლებელია, დღეს რუსული გაზის შეღავათიან ტარიფებზე იმსჯელონ

რუსეთ-თურქეთმა, შესაძლებელია, დღეს რუსული გაზის შეღავათიან ტარიფებზე იმსჯელონ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე, რომელიც უკვე დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, შესაძლებელია, რუსული გაზის შეღავათიანი ტარიფების საკითხი განიხილონ – აზერბაიჯანულ მედიას დღეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს -წერს აზერბაიჯანული “ტრენდი”.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ გარდა აღნიშნული საკითხისა, ერდორანის რუსეთში ვიზიტისას მხარეები ისეთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავენ, როგორიცაა “თურქული ნაკადი” და “აკკუიუს” ატომური ელექტროსადგური.

მედიის ცნობით, 2015 წლის 18 მარტს თურქულმა სახელმწიფო მილსადენების კორპორაციამ BOTAS უარი განაცხადა რუსეთის წინადადებაზე “თურქული ნაკადთან” დაკავშირებით, იმის გამო, რომ რუსულმა მხარემ თურქებისგან დამატებითი დათმობები მოითხოვა.

თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში გასული წლის შემდეგ პირველია.
თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, ეკონმიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბეჩკი, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრი ბერატ ალბაირაკი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი, ტრანსპორის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ქვეყნის დაზვერვის სამსახურის უფროსი.

ორი ქვეყნის მეთაურის შეხვდერის გამო პეტერბურგში გაზრდილია უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) სანკტ-პეტერბურგში რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს