რუსებს აფხაზეთში დასვენება არ ხიბლავს

asewრუსებს აფხაზეთში დასვენება არ ხიბლავს რუსულმა ონლაინ-ჟურნალმა „TELE.ru“-მ გამოაქვეყნა სტატია „Абхазия: путешествие в страну души“, რომელიც სარეკლამო ხასიათს ატარებს. მასში მოკლედ არის აღწერილი აფხაზეთის ღირშესანიშნაობები, ტურისტული ობიექტები, სამზარეულო. სტატიის ავტორი არ იშურებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „სასწაული“, „საუცხოო“, „თვალისმომჭრელი“, „კოლორიტული“, ხოლო გაგრას „რუსულ მონტე-კარლოს“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ სტატიას გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველთა უმეტესობა თავის კომენტარებში უარყოფითად აფასებს აფხაზეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს. წერენ, რომ იქ როტავირუსული ინფექციაა გავრცელებული, პლაჟებზე და სასტუმროებში ადგილი აქვს ქურდობას, საჭმელი უგემურია, მომსახურება ძალიან დაბალი დონისაა, ტურისტებს ცუდათ ექცევიან, მოსახლეობა კი შუა საუკუნეების სიბნელეშია ჩარჩენილი. ზოგიერთი მკითხველი აფხაზების შეურაცხყოფაზე გადადის, მოიხსენიებს მათ დამამცირებელი ეპითეტებით. ვინმე პორფირი კი პირდაპირ წერს : „автор статьи забыл об остром национальном блюде – кинжал в ж – – у!“.

 

 

ko,kommkooooo

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსეთში მკვლელ ძიძას პატიმრობა გაუგრძელეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ რეზოლუცია მიიღო