რუსებმა ალეპოს დაბომბვა განაახლეს – დაღუპულია 11 ადამიანი

თურქული ,,ანადოლუ აჟანსის,, ცნობით, რომელიც სირიის ქალაქ ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის პასუხისმგებელი პირის საიდ აჰმედის ინფორმაციას ეყრდნობა, 5 ნოემბერს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, პარაშუტიანი ბომბებით ალეპოს აღმოსავლეთის დაბომბვა განაახლეს, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 25 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საველე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რუსული ავიაცის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს, მსხვერპლის გარდა, სამოქალაქო შენობების ნგრევა და ხანძარი მოჰყვა, აცხადებს თურქული წყარო.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა ჰაკერებმა კრემლის მართვის კომიკაციურ სისტემებში შეაღწიეს
შემდეგი სტატიაკახა იმნაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 37-ე პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა