რუსების 82% პუტინის მუშაობით კმაყოფილია

16რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მოღვაწეობით, უკვე მესამე თვეა რუსების 82% კმაყოფილებას გამოთქვამს – “ლავანდა-ცენტრის” გამოკითხვებმა აჩვენა.
გამოკითხვის მიხედვით, პუტინის პოლიტიკა მხოლოდ რუსების 18%-ს არ მოსწონს, 1%-მა კი შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.
ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მუშაობით რუსების 51% უკმაყოფილოა, 48% კი – კმაყოფილია.
გამოკითხული რესპოდენტების 50%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. 32% თვლის, რომ მოვლენები ჩიხში შედის, 19%-მა კი შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურა წამოაყენა