რუს მეწარმეს აფხაზეთში ბიზნესი წაართვეს

რუს მეწარმეს აფხაზეთში ბიზნესი წაართვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან 2 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს წინ მოსკოვში საპროტექსტო აქცია გამართა, რომელსაც ათამდე ადამიანი დაესწრო. სააქციო საზოგადოება «СПС Кавказ»-ის დირექტორმა მიხეილ პანოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “რამდენიმე აფხაზმა, რომელთაც პირადი კორუფციული კავშირები აქვთ აფხაზეთის მაღალ ეშელონებთან”, მას მუშაობის პროცესში ჩარევა და წილი მოითხოვა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მეწარმისგან უარი მიიღეს, ხულიგნები სხვა 50 ადამიანთან ერთად ქარხანას თავს დაესხნენ. ისინი მუშებს და პერსონალს განადგურებით ემუქრებოდნენ, რუსეთის მოქალაქეების კი, რომლებიც ქარხანაში მუშაობენ, აფხაზეთის დატოვება მოსთხოვეს. რუსი ბიზნესმენის თქმით, მან სამართალდამცავ სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართა, მაგრამ მათ მის საჩივარს იგნორირება გაუკეთეს.

banner
წინა სტატიაშისაბჭოთა კავშირის ერთადერთ პრეზიდენტს 87 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიაგიგანტურმა პითონმა მასზე მძიმეწონიანი შვლის ნუკრი გადაყლაპა