რუმინელმა პატიმრებმა მასობრივად დაიწყეს სამეცნიერო ნაშრომების წერა

რუმინელმა პატიმრებმა მასობრივად დაიწყეს სამეცნიერო ნაშრომების წერა

რუმინელმა პატიმრებმა მასობრივად დაიწყეს სამეცნიერო ნაშრომების წერარუმინელმა პატიმრებმა მასობრივად დაიწყეს სამეცნიერო ნაშრომების წერა – ამის შესახებ Associated Press წერს. ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს რუმინელმა პატიმრებმა 340 ნაშრომი გამოსცეს (2014 წელს – 90). პროკურატურის აზრით, რომელმაც გამოძიება დაიწყო, თუ რამ გამოიწვია თავისუფლებაშეზღუდულების მასობრივი დაინტერესება მეცნიერებით, შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს რუმინეთის კანონმდებლობის სპეციფიკასთან: ის გულისხმობს, რომ ყოველ გამოცემულ წიგნზე თავისუფლების შეზღუდვა 30 დღით მცირდება.

უკანასკნელ პერიოდში ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში ციხეში ბევრი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მეცნიერებს შეუკვეთონ წიგნი. პროკურატურა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების შემოწმებას იწყებს, იუსტიციის სამინისტრო კი ამ ნორმის საერთოდ გაუქმებაზე ფიქრობს.

banner
წინა სტატიაშიკანადის ცაზე ტურბულენტურობის გამო 7 მგზავრი დაზიანდა
შემდეგი სტატია“ჩვენ იმ პროექტების პრიორიტეტიზაციას ვახდენთ, რომლებიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია”