რუმინელები კორუმპირებული მაღალჩინოსნების დათხოვნას ითხოვენ

პრემიერისა და მთავრობის გადადგომის შემდეგ რუმინელები ტექნიკრატიული მთავრობისა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების დათხოვნას ითხოვენ. ბუქარესტის ცენტრში 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

უკვე გადამდგარ პრემიერს, ვიქტორ პონტას კი კორუფციული გარიგებების საქმეზე ნოემბრის ბოლოს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას ერთერთ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ინციდენტის ტრაგიკულ შედეგს არასწორად გაცემულ ლიცენზიასა და კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ.

banner
წინა სტატიაში,,ნატო მზად არის დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება “
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა შარმ ელ შეიხთან ავიარეისები გადადო