,,იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია ,,მაესტროში” უკვე მივიდა. ის მაესტროს ხელმძღვანელობას ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყება, თუმცა საინფორმაციო სამსახურის დახურვა არ იგეგმება.
ერთობლივ განცხადებას ტელეკომპანიების წარმომადგენლები დღეს 18:00 საათზე გააკეთებენ, სადაც უფრო დეტალურად გახდება ცნობილი , რა იგეგმება ,,მაესტროში” მას შემდეგ რაც ის ,,იმედის” ჰოლდინგში გაერთიანდება.