როულინგი: ჰარი პოტერზე ხუთ ფილმს გადაიღებენ

ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ მისი წიგნის “ფანტასტიური ცხოველები და მათი საცხოვრებელი ადგილი”-ის მიხედვით ხუთ ფილმს გადაიღებენ.
პირველი ფილმის პრემიერა ნოემბერში გაიმართება. ჰარი პოტერზე საგას სპინ-ოფი როულინგისთვის სცენარისტის ამპლუაში დებიუტი იყო.
“ვიცოდით, რომ ერთი ფილმით არ დასრულდებოდა, ვფიქრობდით ტრილოგიაზე. მაგრამ დეტალურად დავამუშავე სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ხუთი ფილმი იქნება” – განაცხადა ავტორმა ლონდონში მკითხველებთან შეხვედრისას.
“ტვიტერის” საკუთარ გვერდზე კი მწერალმა დაწერა, რომ მეორე ფილმზეც დაასრულა მუშაობა.
წიგნი “ფანტასტიური ცხოველები და მათი საცხოვრებელი ადგილი” როულინგმა 2001 წელს გამოუშვა. წიგნი მაგიურ ზოოლოგიას ეხება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გორგოძე საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს
შემდეგი სტატიაWikiLeaks-ი ჰილარი კლინტონის პუტინისადმი სიმპათიებზე აქვეყნებს მასალებს