რომნიმ გაკვრით მიანიშნა, რომ ტრამპმა მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე უარი უთხრა

რესპუბლიკელმა მით რომნიმ გაკვრით მიანიშნა, რომ აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოსტზე არ განიხილავს. “დიდი პატივი იყო ამ დიდებულ ქვეყანაში ჩემი კანდიდატურის სახელმწიფო მდივნის პოსტზე განხილვა. ჩემი საუბრები ტრამპთან სასიამოვნო და შემეცნებითი იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ ახალი ადმინისტრაცია ერს აყვავებისა და მშვიდობისკენ წაიყვანს” – დაწერა რომნიმ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
მანამდე ტრამპმა პირობა დადო, რომ მომავალი სახელმწიფო მდივნის სახელს დღეს, 13 დეკემბერს გააჟღერებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა თავისი კაბინეტი წარადგინა
შემდეგი სტატიასავჩენკომ ტიმოშენკოს პარტია დატოვა