რომის პაპმა ქარხნების დახურვას და ხალხის განთავისუფლებას “ცოდვა” უწოდა

რომის პაპმა ქარხნების დახურვას და ხალხის განთავისუფლებას “ძალიან სერიოზული ცოდვა” უწოდა. “ყველა, ვინც ეკონომიკური მაქინაციების ან შეთანხმებების გამო, რომელიც არც თუ ისე გამჭვირვალეა, ხურავს კომპანიებს და ქარხნებს და ხალხს სამუშაო ადგილს ართმევს, ძალიან სერიოზულ ცოდვას სჩადის” – განაცხადა პაპმა, წერს “ბიბისი”. კერძოდ, პაპს აღელვებს ტელეარხ Sky-ის ბიურო, სადაც სერიოზული შემცირებები მიმდინარეობს. ის 15 მარტს ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე გამოვიდა და წინასწარ მომზადებული სიტყვის წარმოთქმაზე უარი თქვა.
“სამსახური საკუთარი ღირსების შეგრძნებას გვაძლევს. იმათ, ვინც ადამაინებზე არიან პასუხისმგებელი, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ყოველი ქალი და ყოველი მამაკაცი მუშაობდეს და მაღლად აწერული თავებით დადიოდნენ, ხალხს თვალებში უყურებდნენ და ღირსების გრძნობა გააჩნდეთ” – განაცხადა რომის პაპმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს კაპიტალიზმს “ფულის თაყვანისცემის” გამო.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ფინანსთა სამინისტროში ბომბი იპოვეს
შემდეგი სტატიაპოროშენკომ რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხა