რომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების ნება დართო

რომის პაპმა ფრანცისკმა ყველა კათოლიკე მღვდელს უფლება მისცა ერთ-ერთი მძიმე ცოდვა, აბორტი მიუტევონ.
ადრე მსგავსი უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს და სპეციალურ აღმსარებლებს ჰქონდათ.
პონთიფიკმა, ასევე უფლება დართო აბორტების შეწყალების პერიოდის გახანგრძლივებაზე. ადრე, მიმდინარე წლის განმავლობაში, ე.წ. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის შემწყნარებლობის წლის ფარგლებში, ნებისმიერ კათოლიკს შეეძლო აბორტზე მიტევება მიმდინარე წლის მანძილზე მიეღო.
კათოლიციზმში აბორტი იმდენად ძლიერ ცოდვად ითვლება, რომ ეკლესიიდან მისი გამკეთებლის ავტომატურ განკვეთას ითვალისწინებს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც “დემოკრატებში”, ისე “რესპუბლიკელებში”
შემდეგი სტატიაგოგონა, რომლის ცხედარიც შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე იპოვეს, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა