რომის პაპმა ბერძნულ ლესბოსში ლტოლვილები მოინახულა

რომის პაპი ფრანცისკი ბერძნულ ლესბოსში ჩავიდა, სადაც ახლა რამდენიმე ათასი ლტოლვილი და მიგრანტი ცხოვრობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან. პაპმა განაცხადა, რომ ვიზიტით ის სოლიდარობას უცხადებს როგორც ლტოლვილებს, ასევე ადგილობრივებს და საბერძნეთის ყველა ხალხს. „ეს ძალიან დამამწუხრებელი ვიზიტია. ჩვენ ყველაზე საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფას ვნახავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ მივდივართ, რომ ვნახოთ ადამიანები რომლებიც იტანჯებიან და არ იციან სად წავიდნენ“ – თქვა პაპმა.

ვატიკანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაპის ვიზიტს ჰუმანიტარული ხასიათი აქვს და ის არ გამოხატავს კათოლიკური ეკლესიის კრიტიკულ დამოკიდებულებას ევროკავშირის სამიგრაციო პოლიტიკისადმი. შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ლტოლვილები, რომლებიც 20 მარტიდან თურქეთს დატოვებენ, გადეპორტებული იქნებიან ისევ თურქეთში. „ფრონტექსის“ მონაცემებით, 2015 წელს ევროკავშირში 1,8 მილიონი ლტოლვილი შევიდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს 3 000 ლტოლვილი დაიხრჩო ხმელთაშუა ზღვაში.

banner
წინა სტატიაშიNATO-ს ვარშავის სამიტი სტადიონზე გაიმართება
შემდეგი სტატიახვალ ”რესპუბლიკური პარტიის” კონფერენცია გაიმართება