რომის პაპის წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რომის პაპის წმინდა წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები საქართველოში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პაპი სამოციქულო მისიით არის საქართველოში ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავის სარწმუნოება უნდა იქადაგოს.

„რომის პაპი ჩამოვიდა სამოციქულო მისიით, ანუ უნდა იქადაგოს სარწმუნოება. ჩვენ რას ვაკეთებთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები? გვყავს ეკლესია, პატრიარქი, შრომობს ეკლესია, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაავრცელოს თავის სარწმუნოება. ეს ადამიანი არ არის ჩვენი კეთილმოსურნე“ – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, 2 თვის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ კრეტაზე, მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კატები უწოდა.

„2 თვის წინ კრეტაზე მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა ახალშობილი კნუტები, რომლებიც ვერ დადიან, ხოხავენ, ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანის შეადარა კატას. კრეტაზე რომ იყო მართლმადიდებლების კრება, იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ. ახლა ჩამოვიდა და ძმები ვართო, ამბობს, გვატყუებს“- განაცხადა მღვდელმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა
შემდეგი სტატია(+ფოტო) პრეზიდენტი წმინდა წირვას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო