რომის პაპის თვითმფრინავის პილოტი ლაზერით დააბრმავეს

რომის პაპი ფრანცისკის ჰავანადან მექსიკაში გადაფრენისას, მისი თვითმფრინავის პილოტის ლაზერით დაბრმავების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ინციდენტი თვითმფრინავის მფლობელ კომპანია “ალიტალიაში” დაფიქსირებულია. ინციდენტი 12 თებერვალს მოხდა, მაგრამ მხოლოდ დღეს გავრცელდა მედიაში.
მომხდარის შესახებ დისპეჩერებს ეკიპაჟის მეთაურმა მასიმილიანო მარსელმა უამბო. “ეს მექსიკაში დაშვებისას მოხდა. ლაზერის სხივი სხვა თვითმფრინავის პილოტებმაც შენიშნეს, რომლებიც ასევე დაახლოებით იმავე დროს ეშვებოდნენ ” – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
“ალიტალიას” თქმით, ეკიპაჟის წევრები ან მგზავრები არ დაშავებულან. თვითმფრინავმა უსაფრთხო დაშვება განახორციელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება, განცხადებაში არ არის

banner
წინა სტატიაში„მიუხედავად ტერიტორიული კონფლიქტებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს