რომის პაპი: თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია

თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს”, – ამ სიტყვებით დაიწყო რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე მიმდინარე წმინდა წირვა.

მისი თქმით, საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში.

„ეს გვეხმარება უკეთ შევიცნოთ სილამაზე დღევანდელ პირველ საკითხავში მოსმენილი უფლისეული სიტყვებისა: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც”. როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს; იგი გვიცნობს და უსაზღვროდ ვუყვარვართ, მგრძნობიარეა ჩვენი ლოცვებისადმი და გვიმშრალებს ცრემლს. როდესაც გვიმზერს, გული ულბება, უჩუყდება, ღრმა სიყვარულით ევსება, რადგან, რაოდენი ბოროტების ჩამდენნიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ; სურს ხელში აგვიყვანოს, დაგვიცვას, საფრთხეებსა და ბოროტებას განგვარიდოს. დაე, ჩვენს გულებში გაჟღერდეს ეს სიტყვები, რომლითაც დღეს მოგვმართავს: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, მეც ისე განუგეშებთ”,- აღნიშნა ფრანცისკე პირველმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი წმინდა წირვას აღავლენს
შემდეგი სტატიაფრანცისკე პირველი: თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ