რომის პაპი საშობაოდ უკრაინას 6 მილიონი ევროს უგზავნის

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკის სახელით უკრაინის რეგიონების, ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის და დნეპრის ოლქების მოსახლეობა საშობაოდ 6 მილიონ ევროს დახმარებას მიიღებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს იქნება პირველი ტრანში იმ 12 მილიონი ევროდან, რომელიც რომის პაპის 2016 წლის აპრილის თვეში გაკეთებული მოწოდებით, ევროპის ქვეყნების კათოლიკურმა ეკლესიებმა უკრაინელთა დასახმარებლად მოაგროვეს.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ტერაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ნოვოლუგანსკოე დაიკავეს