რომის პაპი საქართველოშია

17 წლის შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაური საქართველოს მეორედ ესტუმრა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები კათოლიკოს-პატრიარქთან და პრეზიდენტითან.

რომის პაპი, ფრანცისკე, ლოკომოტივის სტადიონზე კათოლიკურ მესასაც ჩაატარებს.

პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი რომის პაპის ვიზიტს მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს.

საქართველოს საპატრიარქო, საქართველოში რომის პაპის ვიზიტს მიესალმება და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

რომის პაპის ვიზიტს უაროფითად აფასებენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს თბილისში, აეროპორტიდან მომავალ გზაზე “საპროტესტო დგომით” დახვდებიან. აქციის ორგანიზატორების თქმით, ვატიკანის რადიომ დააანონსა, რომ ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის, რაც მათთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს
შემდეგი სტატიალევან იზორია: შეიძლება, ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობამდე