რომის პაპი ფრანცისკე სვეტიცხოველს სტუმრობდა, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ერთად იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.
სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, სამღვდელოება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
რომის პაპმა ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა ვიზიტის დასასრულს სვეტიცხოველში სტუმრობის მნიშვნელობას.