რომის პაპი – გადაეცით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება

რომის აღმოსავლეთის უნივერსიტეტში 13-14 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია წმიდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

14 ნოემბერს რომის პაპი გენერალურ აუდიენციაზე საჯაროდ მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს. პაპი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონს მიესალმა და მიმართა: „გადაეცით საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, რომ ის ჩემს გულშია და მუდამ ასე იქნება“.

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რომის პაპს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის ძმური მოკითხვები გადასცა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ეს განცხადება ხელისუფლებას აზიანებს”- უჩა ნანუაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს
შემდეგი სტატია,,არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან სააკაშვილის წინააღმდეგ ითანამშრომლებს”