რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან

რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან. ვატიკანის ინფორმაციით, სასულიერო პირების ისტორიული შეხვედრა 12 თებერვალს ჰავანას აეროპორტში შედგება. ამ პერიოდში პაპი ფრანცისკე ვიზიტით მექსიკაში მიემგზავრება, რუსეთის პატრიარქს კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში აქვს დაგეგმილი ვიზიტები. მოსკოვში აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა ქრისტიანთა დევნა გახდება. რომის პაპი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებენ, რომელიც ეკლესიებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში“კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ ბუნდოვანია”
შემდეგი სტატიაბათუმში, ახალგაზრდა ქალი სამშობიაროს ფანჯრიდან გადმოხტა