რომში სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია

რანგრომში სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია – ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პარასკევს გავრცელდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომოდგენლობის ოფისის დაგეგმილ გახსნასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის და გაეროს თითქმის ყველა სახელმწიფო არ სცნობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იტალია თვლის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად და, შესაბამისად, მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. იტალია, აგრეთვე, მიესალმება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს, რომლის მიზანია საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის დიალოგის გამყარება.
რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის წარმომადგენელმა იტალიაში, საზოგადოება „იტალია- სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტმა მაურო მურჯამ წარმომადგენლობის ოფისის გახსნა 2 აპრილისთვის დააანონსა.

წყარო

 

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი:”ასეთ სიბინძურეს, რომელიც დღეს ხდება კგბ-ც კი არ აკეთებდა”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:”ერმა გაიგო სიბინძურე, რაც მთავარია, გამოგონილი”