“რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ, მაშინ გამიტანენ”

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:43

“რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ, მაშინ გამიტანენ”

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ის რაც ამ წუთებში რუსთაველზე ხდება კანონდარღვევაა.
„არის ყველანაირი მცდელობა დაშალონ აქცია გვიგზავნიან პროვოკატორებს. ეს შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის დანაშაული, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ არაფერს ვაშავებთ, ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, იმის გამო ვართ აქ. ჩვენ ვცდილობთ, რომ დანარჩენი ახალგაზრდობაც იყოს დაცული ამ დამნაშავეების ხელში. ესენი თუ არ წავიდნენ ეს იქნება ყოველთვის ასე,“-აცხადებს მაჩალიკაშვილი.
მისი თქმით, ის აპირებს იმ დრომდე დარჩეს აქციაზე, ვიდრე ყველა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
„ბოლომდე კი არა, მე გუშინ განვაცხადე, რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას. ჩემს ზურგს უკან დგას ხალხი, კეთილი, ვაჟკაცი ხალხი, ეს არის ძალა,“-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 12:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics