რომელი საკითხი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში ხმის მიცემის დროს?- NDI-ს კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამა თუ იმ პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა იყო.

კითხვაზე – რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, გამოკითხულთა 39% პარტიის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახლებს.

კვლევის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის საკითხი გამოკითხულთა 16%-სთვის იყო მნიშვნელოვანი, 10%-სთვის – ეროვნული უსაფრთხოება, 9% – საგარეო საკითხები, კანონის უზენაესობა – 8%, ხოლო განათლების საკითხი გამოკითხულთა 5%-სთვის იყო მნიშვნელოვანი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილს წარუდგენს.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 42 % ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს